თბილისში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. მათი თქმით, მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები. საყოველთაო სახალხო შეკრებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.

ზუგდიდიდან დედაქალაქში სახალხო შეკრებაზე ხუთი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. შეკრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქართული საქმის მხარდასაჭერად, ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად მიდიან. მათივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი სწორედ ევროპულ ღირებულებებს მიესადაგება.

ოზურგეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამსვლელი მოქალაქეები უკვე გამოვიდნენ. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, აქციაზე ოჯახური ღირებულებების დასაცავად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონის მხარდასაჭერად მიდის. მათივე თქმით, აქციაზე წასვლა მათივე ნება-სურვილით გადაწყვიტეს.

ბათუმელები დილით ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ. მათი განცხადებით, აქციაზე ტრადიციების და ღირებულებების დასაცავად მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია