თბილისში გრეტა თუნბერგის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
შვედ აქტივისტს თან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ახლავს, რომლებიც ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან წარმოდგენილები, წარწერებით; “მეცხოველეობის ინდუსტრია ანადგურებს ჩვენს პლანეტას”.
ასევე, აქტივისტები აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას აპროტესტებს.
აქტივისტების თქმით, აზერბაიჯანში მათი ჩასვლა საფრთხის შემცველია, რადგან, მათივე განცხადებით, აზერბაიჯანში დიქტატურული რეჟიმია.
“ბაქოში კლიმატის კონფერენცია დაიწყო და გვინდა ყურადღება მივაპყროთ სამხრეთ კავკასიაში მზარდ ავტორიტარიზმს. აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები არიან და საქართველოში ს რეჟიმი იგივე რეპრესიებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას”, – განაცხადა აქტივისტმა თამარ ჯაყელმა.