თბილისში, გლდანის რაიონში კაცი შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.