თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მომხდარი ავარიის შედეგად, 6 ავტომობილია დაზიანებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და გადაუდებელი დახმარების ბრიგადები. ავარიამ საავტომობილო მოძრაობის დროებით შეფერხება გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
