თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საუბარია ვიდეოკადრებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც ჩანს, რომ მანქანა მამაკაცს სავარაუდოდ, განზრახ ეჯახება.

ტვ პირველის ცნობით, შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მონაწილეები კი მეზობლები არიან. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება სკვერში დაიწყო, ისინი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. მანქანის დაჯახების შემდეგ, კაცი საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს და მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ კონფლიქტი მეზობლური იყო, პოლიცია არავის გამოუძახებია.