თბილისში გაიმართა „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა

მსვლელობაში, რომელიც -ის სენატში ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა.
“საქართველოს გაუმარჯოს”, “საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას-გაუმარჯოს”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც ასევე მიჰქონდათ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის ს, სენატორ ჯიმ რიშისა და სხვა სენატორების ფოტოები.
„MEGOBARI აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი , თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, „MEGOBARI აქტში“ ასევე საუბარია იმაზე, რომ უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას:
„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა იმიტომ, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის, ქართველი ხალხის ბრძოლას ს წინააღმდეგ, ჩინეთის და ირანის გავლენების წინააღმდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს. აქტის მიღება ერთის მხრივ, ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ აქ არის კონკრეტული მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით მხარდაჭერა თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე განათლების ნაწილში, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში, მაგრამ ამავდროულად, აქ საუბარია იმაზე, რომ იმ პირების პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და მოქმედებენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით კი, „MEGOBARI აქტის“ მიღება მოიტანს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ივანიშვილის მეტ იზოლაციას, საქართველოს მეტ ინტეგრაციას ამერიკასთან, რაც საქართველოსთვის ნიშნავს დაცულობას, განვითარებას და წინსვლას.
„თუ მარტო დავრჩებით ძალიან მარტივი იქნება ჩვენი დამონება, ამიტომ გვინდა ჩვენ მეგობრობა ამერიკასთან და ჩავთვალოთ, ეს არის ამერიკის მეგობრობის მხარდაჭერის მსვლელობა. ეს „მეგობრობის აქტი“ საქართველოს სჭირდება. ჩვენ ბევრი გვყავს ამერიკაში, ევროპაში და მათაც სჭირდებათ ჩვენგან გამხნევება ჩვენი აქციებით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი ხმამაღალი სიტყვით, რომ არ დაიღალონ ჩვენ მხარდაჭერაში იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, გამარჯვებაში. ეს უნდა ვაჩვენოთ. ამ აქტის განხილვა იწყება აშშ-ის სენატში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით მიღების კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი, ამიტომ ეს განხილვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, რა პოზიციები არის ამერიკიდან საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მისთვის ბევრ არასასურველ რამეს მოისმენს, ჩვენ, ძალიან ბევრს იმედისმომცემს“, – განაცხადა მ.
MEGOBARI აქტი – კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
· მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
· გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
· ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
· უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.