თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ქარმა ამწე მოგლიჯა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.
უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.
ბახტრიონის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად, ამწეკრანის ნაწილი მოგლიჯა, რომელიც მანქანას დაეცა. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამწეს მეხი დაეცა.
სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ