თბილისში ბანგლადეშის საკონსულო იხსნება

თბილისში ბანგლადეშის საკონსულო იხსნება.
საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აწერს.
„გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქი – საქართველოს მთელი ტერიტორია) გახსნის შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 27 აგვისტოს.

ასევე დაგაინტერესებთ