თბილისში ბალეტის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 173-ე სეზონის ბოლო საბალეტო სპექტაკლი “ბაიადერა” გაიმართა.
სპექტაკლში წამყვანი პარტიები შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტებმა ლაურა ფერნანდესმა, ოლეგ ლიგაიმ და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა სოლისტმა სალომე ლევერაშვილმა.
