თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი საბურავების ქარხანაში გაჩნდა, რამაც ძლიერი კვამლი გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
