თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება

თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია – ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი , მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა.
ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე