თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
“თბილისის ახალი სტადიონის ტენდერთან დაკავშირებით კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვის საჭიროება დაადგინა.
კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.




