თბილისში ახალი მულტიბრენდული Luxury მაღაზია Boygar's-ი იხსნება – ვის ეკუთვნის ის?

თბილისში, რუსთაველის 15-ში მდებარე ისტორიულ შენობაში ახალი ლაქშერი მულტიბრენდული მაღაზია Boygar's-ი იხსნება.
კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მისი დამფუძნებლები არიან ავსაჯანიშვილების ოჯახის წარმომადგენლები – ბოიგარ (ბორის); ხათულია და თიმურ ავსაჯანიშვილები, რომლებიც მაღალი კლასის მულტიბრენდულ მაღაზიას რუსეთის ფედერაციაში ფლობენ. საუბარია კომპანია Babochka-ზე, რომელიც სანკ-პეტერბურგში მდებარე მაღალი კლასის ფიზიკურ მაღაზიებს და ონლაინ-მაღაზიას აერთიანებს. კომპანია არის Fendi-ს; Balmain-ის; Miu Miu-ს; Valentino-ს; Armani-ს; Manolo Blahnik-ის და სხვა ბრენდების რიტეილერი.
ბიზნესრეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია სვეტლანა ავსაჯანიშვილი, რომელიც საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. ამასთანავე, კომპანიის გაყიდვების დირექტორის პოსტს იკავებს აგუსტინ დიეგო არმანდო მონისი. ბიზნესრეესტრის თანახმად, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 1.3 მილიონი ლარია.
Boygar's ამჟამად გამოცხადებული აქვს ვაკანსიები გაყიდვების კონსულნატის, ასევე ელექტრონული კომერციის მენეჯერისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციებზე.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა