თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ახლა, გადაღებისას „ბზიკომ“ თავის ყოფილ ცოლს დაურეკა…“ – რას წერს სოფი ნურაშვილი