თბილისში აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ დასრულდა

თბილისში აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ დასრულდა.
მათ აქცია პარლამენტთან დაიწყეს და მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, სადაც მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს სახლის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას, რათა ხმა მიაწვდინონ მას შუქრუთელების პრობლემების შესახებ.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ