თბილისში, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია – ახალი დეტალები

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, კომერციულ ფართში. შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები“, – განაცხადა მუსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – გიორგი გახარია იქნებოდა, თუ სხვა, უსაფრთხოების სამსახურთან უნდა შეეთანხმებინა, ეს არ მომხდარა – როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო, ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა – გადავრჩით, შეიძლება ომის წინაშე დავმდგარიყავით

ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე – პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? – ვინ გეკითხებათ?