თბილისში ალილო იმართება

თბილისში საშობაო მსვლელობა, “ალილო” იმართება. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 12 საათისთვის შეიკრიბნენ და ფეხით გაივლიან სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ გზას. “ალილოს” პარალელურად შეზღუდულია გადაადგილება ავტომობილებისთვის იმ ქუჩებზე, სადაც მსვლელობა იმართება.
დღეს, 7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. “ალილო” შობის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ბოლო წლებია ეწყობა. პენდემიის დროს ალილოს მონაწილეების რიცხვი შეზღუდული იყო და ისინი ფეხით მსვლელობის ნაცვლად ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში. ქვეით მსვლელობის ფორმა ამ ტრადიციამ 2022 წლიდან დაიბრუნა.
ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები, რომელსაც ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაანაწილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ