თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ისინი მსვლელობით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ „წართმეული ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას და მომავლის წართმევას“.
მსვლელობის პარალელურად, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
„გვინდა, მოსახლეობას გავაგებინოთ ის მნიშნველოვანი მეისჯები, რისი თქმაც გვინდა, კერძოდ ის, რომ წართმეული ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას, ჩვენი მომავლის წართმევას, ეს ნიშნავს სიღარიბეს“, – აღნიშნავენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას