თბილისში, ავტობუსის ზოლში გადაადგილებას, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, სკოლის ავტობუსებიც შეძლებენ

“ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ ავტობუსის ზოლში, გარკვეული პირობებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.
“აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში – დილის 6-დან 9-მდე და დღის 2-დან 6 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა. აღნიშნული რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი მოსალოდნელ პროვოკაციაზე – მაქსიმალურად ვეცდებით, ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის

ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და “ნაც-ტიტუშკების” მეშვეობით – მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს

ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა – მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული