თბილისში “ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში “ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის” პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა ეროვნული გზამკვლევი საზოგადოებას სთავაზობს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
პროექტი, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის, ლატვიის საელჩოსა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოების ჩართულობით შეიქმნა.
ღონისძიება ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა გახსნა.
“ჩვენი ექსპერტები დაუღალავად მუშაობდნენ იმისთვის, რათა შეექმნათ ადამიანის უფლებების განათლების ისეთი პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების განათლებას საქართველოში,” – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი იოსებ ედიშერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი – ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას