თბილისს თანამედროვე პოლიტიკისგან ჩამოწერილი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, რომელთაც პარლამენტი შესაბამისი პასუხით ხვდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რევოლუციის წამახალისებელი ევროპარლამენტარები კვლავ საქართველოში იმყოფებიან, იქნებ როგორმე ქუჩა აადუღონ, მაგრამ ქუჩის ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ მათი თავების დუღილს ვხედავთ“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ხანა დასრულდა და საქართველოში ოპოზიციის აქციები მათი უკანასკნელი ტრიბუნაა.
“რევოლუციის წამახალისებელი ევროპარლამენტარები კვლავ საქართველოში იმყოფებიან, იქნებ როგორმე ქუჩა აადუღონ, მაგრამ ქუჩის ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ მათი თავების დუღილს ვხედავთ. ახლა კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან, მცირე დრო აქვთ დარჩენილი პოლიტიკაში. მათი მატარებელი უკვე დეპოშია ხანგრძლივი პერიოდით. საქართველოში ოპოზიციის უსუსური აქციები კი სავარაუდოდ, მათი ბოლო ტრიბუნაა.
საქართველომ დაიწყო და ტრამპის ამერიკა ასრულებს მახინჯი დემოკრატიის აპოგეას მსოფლიოში. დღევანდელი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების პოლიტიკა შემოდგომის ფოთლებივით ფარფატებს და ელის სუსხიან ზამთარს. მათ არ სურთ იმ რეალობის აღქმა, რა რეალობაშიც უწევს დღეს მსოფლიოს ცხოვრება. დასრულდა დეზინფორმაციის ხანა! დასრულდა ყველაფერი ფსევდო! დასრულდა ქართველი ხალხისთვის სხვისი ბატონობის პერიოდი! “ევროპელი” პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ გვსტუმრობენ.
“ევროპულად” მოგვიწოდებენ რევოლუციისკენ, “ევროპულად” ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბოლოს “ევროპულ” მუქარას დაგვიტოვებენ. ისინი ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ არეულობისკენ, ბობოქრობისკენ, რევოლუციისკენ. ეს მაშინ, როდესაც მათი “ევროპა” საღათას ძილით იძინებს და გაიღვიძებს თუ არა ოდესმე, ესეც არავინ იცის. თბილისს თანამედროვე პოლიტიკისგან ჩამოწერილი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, რომელთაც პარლამენტი შესაბამისი პასუხით ხვდება,“- აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს