თბილისს ახალი პროკურორი, გენერალურ პროკურორს კი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობის, ასევე, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შემდეგ, საკადრო ცვლილებები განხორციელდა საქართველოს პროკურატურაშიც.
13 მაისს პროკურატურის პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც უწყების შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაა:
· თბილისის პროკურორად დაინიშნა გიორგი გვარაკიძე.
· გენერალური პროკურორის მოადგილედ კი დაინიშნა ზურაბ ბელთაძე.
თბილისის პროკურორის პოსტზე გიორგი კვარაკიძემ შეცვალა ლევან გეგეჭკორი, რომელიც ამ პოზიციაზე 2020 წლის მარტიდან მუშაობდა.
· თბილისის აწ უკვე ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული. ის ერთ-ერთია იმ 102 ადამიანს შორის, რომელსაც ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების დარბევის, ზოგადად, დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო.
· ამასთან, გეგეჭკორის სანქცირებას ემხრობა ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი.
ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გააგრძელებს საქმიანობას – ის უკვე დანიშნეს „გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის“ უფროსად.
ამ დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ კი უკვე დაიკავა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის“ უფროსის თანამდებობა .
გიორგი გვარაკიძე დღეს თბილისის პროკურორად დანიშვნამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის“ უფროსის მოადგილე იყო. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
გენ. პროკურორის მოადგილედ დანიშნული ბელთაძის გარდა, გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს სამი მოადგილე ჰყავს: გიორგი ბადაშვილი (პირველი მოადგილე), ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ამირან გულუაშვილი.
ახალ მოადგილე ზურაბ ბელთაძეს, უწყების თანახმად, პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს, მანამდე კი მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა საადვოკატო საქმიანობაში.
საჯარო წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ზურაბ ბელთაძე იცავდა იმ პირებს, რომლებიც 2016 წლის 22 მაისს, შუალედური სას, ზუგდიდის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის (ენმ-ის წევრების ცემის) ფიგურანტები იყვნენ. 2018 წელს ბელთაძე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 300 ლარით ჰყავს დაჯარიმებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
დღესვე, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ს მერმა არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც პოსტზე 2021 წელს აირჩიეს. რამდენიმე კვირის წინ კი ფეისბუკპოსტით დატოვა თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, – რომელიც არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.