თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება

პროტესტის 136-ე დღეს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
თბილისში მოქალაქეები 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან, შემდეგ კი, 20:00 საათზე – რუსთაველის გამზირზე;
გორი – 17:00 საათზე აქცია გაიმართება საკრებულოს წინ, მოთხოვნით – გათავისუფლდნენ „რუსული რეჟიმის ტყვეები“ და დაინიშნოს ხელახალი ;
ახალციხე – 18:00 საათზე აქცია გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;
– 19:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსთან;
ზუგდიდი – 19:00 საათზე „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართება სამხარეო ადმინისტრაციის წინ;
თელავი- 19:00 საათზე აქცია გაიმართება მერიის წინ;
ქუთაისი 19:00 საათზე – აქცია „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება მერიის წინ;
ჩხოროწყუ- 20:00 საათზე „გაბედე პროტესტი ყოველდღე“ გაიმართება მერიის წინ;
შეგახსენებთ, უწყვეტი პროტესტი საქართველოში მეხუთე თვეა მიმდინარეობს. თბილისსა და რეგიონებში შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება