თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
პროტესტის 157-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი – მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი !”;
ახალციხე – საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება;
– 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”;
ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;
თელავი – 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;
ქუთაისი – ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”;
ჩხოროწყუ – მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს