თბილისში საშობაო მსვლელობა “ალილო” მიმდინარეობს. ის ერთი საათის წინ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ პარლამენტთანაც, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა დეპუტატები შეხვდნენ.
თბილისთან ერთად, საშობაო “ალილო” იმართება გორში, ზუგდიდსა და თელავშიც.
ალილოს ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების ტაძარში იყრის თავს, შემდეგ კი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში ნაწილდება.