თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს – ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. დაკავებულია სამი ადამიანი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა”, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში