„თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა, 20 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
„იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის , „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების
დაჯილდოების ცერემონია გაიმართებ, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. 21 სექტემბერს, 20:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება „თბილისობის“ საზეიმო კონცერტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით