თბილისმა ცხინვალსა და სოხუმთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვის განცხადების თანახმად, აუცილებელია საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს.
“პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან სა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ “თბილისი-სოხუმი-ცხინვალის” ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება. სიტუაციის სტაბილურობა კი, სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში დელიმიტაციის, შემდგომ კი დემარკაციის პროცესს შეუწყობს ხელს. , როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო პროცესებს”. – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა რუსეთის როლი კონფლიქტის მოგვარებაში:
“როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა აგრესორის მოთოკვაზე, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე და ადეკვატური პასუხი გასცა ამ მზაკვრულ იერიშს”.
რუსმა დიპლომატმა ასევე შეაქო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება:
“ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლის ვარაუდს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ აღიარებებმა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სოხუმის და ცხინვალის ურთიერთობებისადმი”.(ტაბულა)