თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია | გზების დეპარტამენტი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია | გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. დეპარტამენტის განცხადებითვე, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა.