თბილისი, როგორც გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის რეგიონული ცენტრი – ინტერვიუ კოლინ დონოჰიუსთან

ქართული სტარტაპები და უკვე ჩამოყალიბებული, ფესვგამდგარი კომპანიები საზღვარგარეთ სულ უფრო ხშირად ფართოვდებიან, ხოლო ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორები, ვენჩურული ფონდები და აქსელერატორები შემოდიან, ანუ ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა მუდმივ განვითარებას განაგრძობს.
ამ ტენდენციის დასტურად ისიც გამოდგება, რომ Startup Grind Tbilisi, რომელიც Startup Grind-ის მრავალმილიონიანი ოჯახის წევრია, გლობალური ქსელის ოც წამყვან რეგიონულ ოფისს შორის დასახელდა. Startup Grind-ი სტარტაპების ყველაზე დიდი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც კალიფორნიაში 2010 წელს დაფუძნდა და დღეს, პლანეტაზე 500-ზე მეტ ოფისს აერთიანებს.
Startup Grind Tbilisi-ის წარმატებაზე ორგანიზაციის დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ TECH INFORM-ში ისაუბრა. ამერიკელი ანტრეპრენიორის შეფასებით, ეს დიდი აღიარებაა, რომელიც საქართველომ სტარტაპ-ეკოსისტემის მსოფლიო რუკაზე მოიპოვა. კოლინ დონოჰიუსთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
კოლინ, დავიწყოთ საუბარი სიახლით – Startup Grind Tbilisi ქსელის ოც წამყვან ოფისს შორის დასახელდა. მოგვიყევით, რას ნიშნავს ეს წოდება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის?