18-21 სექტებერს, თბილისი რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას – ადამიანის რეპროდუქციის მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს.
კონგრესის ორგანიზატორები არიან ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემია პროფესორ ანდრეა ჯენაზანის ხელმძღვანელობით და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, პროფესორ არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის მხარდაჭერით.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონგრესი არის უნიკალური პლატფორმა ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. 4 დღის განმავლობაში 1000-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოისმენს დარგის კორიფეთა მოხსენებებს, დაესწრება ვორქშოფებს და გაიზიარებს უახლეს კვლევებსა და მიღწევებს რრეპროდუქციული მედიცინის სფეროში.
კონგრესის ფარგლებში, 20-21 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ორგანიზებული სიმპოზიუმი და ვორქშოფი – „უნაყოფობა 35+“, რომელიც აკრედიტებულია 12 (უპგ) ქულით. ვორქშოფსა და სესიებს უზრუნველყოფს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი პროფესორ ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით, მისივე გადაწყვეტილებით, სიმპოზიუმის 300 ქართველი ექიმის რეგისტრაციის საფასურის 70%-ს დააფინანსებს საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია.
კონგრესზე მოხსენებებით წარსდგებიან წამყვანი სპეციალისტები კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.
კონგრესის სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდა ორენოვან სამედიცინო ჟურნალში „Medical Time“. ბეჭდური ვერსიის, მეოთხე გამოცემის პრეზენტაცია 19 სექტემბერს კონგრესის გახსნის დღეს შედგა. ამავე დღეს მოხდა პროფესორ მუსერიძის და მისი ყაზახი კოლეგების წიგნის საავტორო სამეცნიერო რომანის – „ხუთი წუთი… ბედნიერების ტექნოლოგია“ – პრეზენტაცია.
საკონტაქტო პირი
ნატა ნიჟარაძე
599550466
(R)
