თბილისი მსოფლიოს ქალაქების ბრენდის რეიტინგის TOP 100-ში ვერ მოხვდა – CITY INDEX 2023

თბილისი CITY INDEX 2023-ში – მსოფლიოს ქალაქების ბრენდის აღქმის რეიტინგის 100-ში ვერ მოხვდა. რეიტინგში პირველ ადგილზე ლონდონია, მეორეზე – ნიუ იორკი და მესამეზე – პარიზი. ასეულში 3 თურქული ქალაქი მოხვდა, ასეულშია ასევე ს, უკრაინის და ყაზახეთის ქალაქები.
ანალიტიკოსებმა გამოკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩაატარეს. ქალაქები შეფასდა შვიდი ინდიკატორის გათვალისწინებით: ურბანულ გარემოში ცხოვრების სტანდარტები, ქალაქში დათვალიერების სიმარტივე, დისტანციური მუშაობისთვის მოხერხებულობა და ა.შ.
ასევე გაანალიზდა დამატებითი პრივილეგიები, როგორიცაა კულტურული ფასეულობებისა და მემკვიდრეობის არსებობა, ადგილობრივი მოსახლეობის ღირებულებებში გაერთიანების შესაძლებლობა, ქალაქის მართვის ეფექტურობა, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების დონე და სამეცნიერო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა.
ამ მაჩვენებლით 99-ე ადგილზეა, პეტერბურგი 61-ზე, მოსკოვი – 63-ზე, სტამბოლი – 64-ზე. ანტალია – 71-ზე, იზმირი – მე-80-ზე, ალმატი – 87-ზე.
ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა 100-დან 84.6 ქულით;
მეორე ადგილზე ნიუ-იორკი გავიდა. რესპონდენტთა შორის ქალაქი ფართოდ არის ცნობილი, როგორც მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი;
მესამე ადგილი დაიკავა პარიზმა, რომელმაც მიიღო 100-დან 79,7 ქულა მიიღო.
ოცეულშია:
ლოს-ანჯელესი
სიდნეი
სინგაპური
ტოკიო
სან ფრანცისკო
დუბაი
ამსტერდამი
მაიამი
ტორონტო
ბარსელეონა
რომი
ჩიკაგო
მელბურნი
ციურიხი
ბერლინი
მილანი
ბოსტონი