„თბილისი მოლთან“ დაკავებულ 8 პირს შორის, რომელთაც სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ერთ-ერთი გიგი უგულავაა

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ იმ პირებს შორის, რომელთაც ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება 8 პირის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე – წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში