„თბილისი მოლთან“ დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა.
„არგუმენტები არანაირი არ არსებობს. არც შემადგენლობა არ არსებობს. დღემდე არცერთი ნორმატიული აქტი არ არსებობს, რომელიც ადამიანს ეტყვის, რა არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზები თბილისში. სინამდვილეში, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის დაღმართი, ბარათაშვილი და სანაპიროები სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც ამ პერიმეტრზე ტარდება, ბლანკეტურად კანონდარღვევა. შესაბამისად, გუშინწინ რომ ხელისუფლებას რომ ღონისძიება ჰქონდა რუსთაველზე და შემდეგ მსვლელობით წავიდა საპატრიარქოსკენ, ისიც უკანონოა. აბსურდის თეატრია“, — განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილს, ნიკოლოზ კუპატაძეს, ნიკოლოზ ქუმსიშვილსა და ალექსანდრე გოგოლაძე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
საქმე ეხება 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 8 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია