“თბილისი მოლთან” აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს – დაკავებულებს შორის არიან და გიგი უგულავა

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო – ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ იყო ავტომობილებისთვის;
საღამოს 6:48 წუთისთვის დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი – ცნობილია რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, , და თენგო თევზაძე, ასევე დიმა ბიძინაშვილი.
იმ დროს როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლს იკავებდნენ.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე -მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო