რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები “ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ. ამბობენ, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. სწორედ ამ მოტივით ხალხი 29 ივნისს მასშტაბურ აქციას აანონსებს სახელწოდებით “საქართველო დადექი!”.
ბიჭები სულმოუთქმელად ელოდებიან ყოველ საღამოს, გაფაციცებით უყურებენ რუთაველის გამზირი გადაიკეტა თუ არა. ამ ბიჭებს უნდა დავანახოთ, რომ არსად წავსულვართ, აქ ვართ., ბოლომდე ვიბრძით მათი და ქვეყნის გათავისუფლებისთვის და შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ბიჭებზე და ამ ქვეყანაზე, გამოხვიდეთ 29-ში, ყველა ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ ამ რეჟიმს, რომ ეს ბრაზი არსად წასულა, ეს ბრაზი დაგროვებულია, – ამბობს აქციის მონაწილე.
29 ივნისს აქციაზე გადიან ხელოვანებიც.
დღეს პროტესტის ეს ფორმა მიდის პირდაპირ ციხეში, მიდის პირდაპირ სატუსაღოში ად ჩვენი აქტივობა რაში უნდა გამოიხატოს? ჩვენმხარი უნდა დავუჭიროთ მათ. ჩვენი მხარდაჭერა არის, პირველ რიგში, გამოსვლა რუსთაველზე 29-ში და ხმამაღლა თქმა, რომ ჩვენ არ შეგვეშინდება ქოცების, არ ავყვებით მათ ბინძურ რუსულ თამაშს!, – ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.