„თბილისი ენერჯი“ – 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი – 1426 შემთხვევა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი-ვარკეთილში გამოვლინდა.
„თბილისის ყველაზე საშიში უბნები ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის მიხედვით. 2025 წლის ბოლო 9 თვის სტატისტიკით, ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებში: ისანი-სამგორი-ვაზისუბანი-ვარკეთილი – 1426 დარღვევა, გლდანი – სანზონა – 1084, ჩუღურეთი – ნაძალადევი – 904 , მთაწმინდა – კრწანისი – 604, დიდუბე – დიღომი – 231, საბურთალო – ნუცუბიძე – 223, ვაკე – წყნეთი – 220. სულ, თბილისის მასშტაბით, 4692 დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 9 თვეში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.