„თბილისი ენერჯი“ – საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა.
მათივე განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 დეკემბრის 10:00 საათიდან.
„გაცნობებთ, რომ საბურთალოს რაიონში ვიქტორ დოლიძის და იყალთოს ქუჩების მიმდებარედ, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს 15 დეკემბრის 19:15 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა იყალთოს, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძის, ქარელის, ტუსკიას, ტეხურის, ჩაილური, პეკინის გამზ. ნაწილს, სულხან ნასიძის ( ყოფილი ახალშენის), ჩიქოვანის ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 16 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე. “თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვოთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა