თბილისი ენერჯი ნამდვილად არ იყო მზად ასეთი დიდი მასშტაბებისთვის – 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა

თბილისი ენერჯი ნამდვილად არ იყო მზად ასეთი დიდი მასშტაბებისთვის – 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გულეიშვილის განცხადებით, კომპანია არ აღმოჩნდა მზად აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა.
„ჩვენი ინფორმაციით დღეს დღის ბოლომდე, 23:00-მდე, კომპანიამ გააკეთა განმარტება, ასევე სატელეფონო შეტყობინებიდან და ბევრი საუბრიდან გამომდინარე ამბობს, რომ დღეს უკვე უნდა დასრულდეს სრულიად აღდგენა. როგორც თვითონ ამბობენ და განმარტავენ, ვადა არ გადაიწევა, თუმცა პირადად მე, ჩვენს სამსახურში შემოსული ზარებიდან, შეტყობინებებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ შესაძლებელია სრულად დასრულდეს პროცესი.
შესაძლებელია დასრულდეს თვითონ უბნების მიხედვით, მაგრამ ალბათ ცალკეულ კორპუსებთან მიმართებაში მაინც გვაქვს პრობლემები, რაც არის კომპანიის მოუმზადებლობისა და ასეთი დიდი მასშტაბებისთვის ნამდვილად არ იყვნენ მზად, რომ 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის გასაგებია რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის, ასე ვთქვათ, თანამშრომელი ნამდვილად არ არის, იმისათვის რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა. ერთდროულად არ ხდება უბნებზე მუშაობა, რაც კიდევ დამატებით პრობლემას წარმოადგენს მომხმარებლებისათვის და ფაქტია, რომ დღეს, დღის ბოლოს უამრავი ზარი, შეტყობინება შემოდის ჩვენს სამსახურში, ცხელ ხაზზე, სადაც ჯერ კიდევ აფიქსირებენ მომხმარებლები, რომ მიწოდების პროცესი არა თუ დასრულებული არ არის, დაწყებულიც არ არის ზოგიერთ ქუჩაზე. დილის მონაცემბით 100 000-ზე მეტთან იყო აღდგენილი და ამ მონაცემებით, როგორც კომპანია ამბობს 30 000 აბონენტი ჯერ კიდევ არის ბუნებრივი გაზის გარეშე. გვაქვს მოლოდინი, რომ დღის ბოლომდე ეს ციფრები განულდება,“-განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში იმართებოდა რევოლუციური პროცესები