„თბილისი ენერჯი“ – კრწანისის რაიონში ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 4400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება კრწანისის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს შეუწყდება.
„გაცნობებთ, რომ კრწანისის რ-ში, ზემო ფონიჭალის ტერიტორიაზე არსებულ ახლად აშენებულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოების გამო, ოთხშაბათს – 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება :
ქვემო – რუსთავის გზ. 3, 8, 10, 12ვგ, 12ა, 14, 15, 16აბ, 28, 30, 18-22, 32, 34, 38, 40, 28ა, 42, 44, 28, 30, ქვ. ფონიჭალის აბზ-2, ზემო ფონიჭალა – ჟორს ქ. 21-23-ის მიმდებარედ, ზემო ფონიჭალის (ზ.ფონიჭალის III მ/რ) კორპ. 9, 10, 11, 12, 13, 2, 26, 27, 28, 29, 3, 3ა, 30, 5, 6, 7, 9, 14, 15, 15კ, 16, 17, 17კ, 17კ.1, 17კ.2, 17კ. 3, 17კ.4, 17კ.5, 17კ.6, 18, 19, 20, 22, 23, 25, 26, 17, 28, 29, 30, მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ლევან ღოღობერიძის, ანდრო ჟორდანიას, სურგულაძის, ლომინაძის ქუჩებისა და რუსთავის გზ, ჩიხის, შესახვევის, სოფ. ფონიჭალის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე შპს “საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, “თამარ მეფის სახელობის ეკლესია”, შპს ,, aladashvili & co„ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი”, შპს “ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში”, შპს “ფონიჭალა-4”, #206 ბაგა-ბაღს და სხვა.
გაზმომარაგება აღდგება 21 აგვისტოს 10:00 საათიდან 18:00 სთ-მდე.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.