„თბილისი ენერჯი“ – კერძო კომპანია „ენ სი თიმ“ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც სამგორის რაიონში 6100 აბონენტს ბუნებრივი გაზი გაეთიშა

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია „ენ სი თიმ“ მიწისქვეშა სამუშაოების დროს გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დაახლოებით, 6100 აბონენტს ბუნებრივი გაზი გაეთიშა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 18 ნოემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულდება.
„დღეს, 13:15 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 33ა (33ბ), ნაკვ. 05/064-ში მდებარე შპს ,,დავიდე”-ს, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 20-ის მიმდებარედ (იგივე ირინა შტენბერგის ქ. 20ა) მდებარე შპს ,,მ.დ.კ+”-ის, გახოკიძის ქ. 1, 2, 6, 8, 10, 12, 79, თვალჭრელიძის ქ. 7, სამგორის მე-2 ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, თრიალეთის ქ. 27 (ვარკეთილის ზ/პლატოს კორპ. 47-ის მიმდ. შპს ,,არე”-ს კორპუსი), ვარკეთილის ზ/პლატო – თრიალეთის ქუჩის მიმდებარედ შპს “გიო კაპიტალის”, ვარკეთილის ზ/პლატოს კორპ. 51-ის მიმდ. (იგივე – ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. 7) – შპს “დავიდე”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ვარკეთილის III მასივში – ყოფ. #73 (ვარკეთილის ნაკვ. 006/037) ბაგა-ბაღის შენობაში ჩასახლებულ მოსახლეობას, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე საცხოვრებელი კორპ. ,,ა”, ,,ბ”, კორპ. 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 37, 38, 49, 50, 66, აეროდრომის 14ქუჩის, კალოუბნის ქ. 18, 20-1-სა და აგრეთვე თრიალეთის, გახოკიძის, თვალჭრელიძის, სამგორის მე-II ქუჩის, ვარკეთილის მეურნეობა – მშვიდობის ქ. 1-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, რაჭის, იმერეთის, სამგორის, მეგობრობის, წერეთელის, ვაჟა-ფშაველას, გუდამაყრის, სოფ. დიდი ლილოს მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, მიმდებარედ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს: საჯარო სკოლა # 152-ს, ბაგა-ბაღი # 115-ს, აეროდრომის 13ქ. 10-ში – შპს “პენსილვანიის () საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალს საქართველოში”, ხომლელის ქ. 5-ის მიმდ – შპს ,,ფიფქს”, აბაშვილის ქუჩაზე – ფ/პ ჯემალ ხიდიშელს, ვარკეთილის ზ/პლ, კორპ. 23-ის მიმდ – შპს “მომავლის სახლს”, ფ/პ ნინო სამხარაძეს, შპს “ჯორჯიან ფეიფერ კომპანი”-ს, შპს “დიზელი და ჰიდრავლიკა”-ს, შპს „ს მოტორსს”, მაისურაძის ქ. 1-ში – შპს “თბილისი ენერჯი”-ს, მაისურაძის ქ. 5-ში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს”, ალირეზა ამირ ჰასსანხანის, შპს „ინოვაციურ ხედვა”-ს, აბაშვილის ქ. 20-ის მიმდებარედ – ეკლესიას (გიორგი მაისურაძე).
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს 18 ნოემბერს 18:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და დაკეტილ მდგომარეობაში გქონდეთ გაზის დანადგარები. გაზის სუნის შემთხვევაში დარეკეთ “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე-114,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.