„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7800-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7800-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აბონენტებს 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე შეუწყდებათ.
კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.
„გაცნობებთ, რომ შპს „კორტების“ დაკვეთით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით კვირას, 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება პლატონ იოსელიანის ქ. 37, სულხან ნასიძის (ყოფ. ახალშენის) ქ. 23, 50, სიმონ ჩიქოვანის ქ. 6, 6ა, 20, 22, 24, 24ა, 30, 34, 36, 38, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძის ქ. 1, 1კ, 3, 5, 8, 22, 39, 40, ვიქტორ დოლიძის ქ. 45, 120, 120ა, 136, 46/ბალანჩივაძის ქ. 41, ლიხაურის ქ. 35, 45ა, 45ა/35ბ, იყალთოს ქ. 4, 44ბ/44ა, ტუსკიას ქ. 25, ქარელის ქ. 25, 26 (იყალთოს ქ. 1) ბახტრიონის ქ. 30, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის 1, 12, 12ა, 17, 18, 18ა, 18ბ, 18გ, 19, 20, 20ა, 22, 23, 27 კორპუსებისა და ფანასკერტელის ქ. 12-ის მიმდებარედ, ნაკვ. 4/22, პეკინის გამზ. 6, პეკინის შეს. 4, ახალშენის ქ. 11, 17ა, 40-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ზაურ ბოლქვაძის ქ. 1. 3, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, იონა ტუსკიას, იყალთოს, თამაზ ჭელიძის, ზურაბ ქაფიანიძის, კიტა ბუაჩიძის, ტეხურის, გურამ ბზვანელის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე #112-ე ბაგა-ბაღს, ჯვართამაღლების ეკლესიას, საჯარო სკოლა #162-ს, შპს ,,ავერსი ფარმა აფთიაქს” #165-ს და სხვა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგება აღდგება 29 იანვარს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვოთ“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.