„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცლებს

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცლებს.
განცხადების თანახმად, ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების – დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.
ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.
„ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია.
კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.