ტურისტებს შორის, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობას რამდენიმე დღეში „გადაიტვირთონ“ სითი ბრეიქი კვლავ პოპულარობას იძენს
ამ ტიპის დასვენებით შთაგონებულმა ჟურნალმა Time Out-მა საუკეთესო ევროპული ქალაქების სია შეადგინა, რომლებიც 2025 წელს ასეთი მოკლე მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. ამ რეიტინგში რეიტინგში მოხვდა როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალაქები, რომლებიც არ განიცდიან ოვერტურიზმს. რეიტინგშია საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც მე-7 პოზიციაზეა. თბილისზე აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი სტუმრებს იზიდავს სტუმართმოყვარეობით, უძველესი არქიტექტურითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. თბილისი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც რაღაც უჩვეულოს ეძებს.
რეიტინგის სათავეში როტერდამია, რომელსაც ნიდერლანდების კულტურულ ცენტრს უწოდებენ. 2025 წელს ქალაქი ყურადღებას მიიპყრობს FENIX-ის მუზეუმის გახსნით. ეს არის მსოფლიოში პირველი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება მიგრაციას და მის გავლენას ხელოვნებაზე.
1. როტერდამი, ნიდერლანდები
2. ბუდაპეშტი, უნგრეთი
3. კორკი, ირლანდია
4. ჟირონა, ესპანეთი
5. ჰელსინკი, ფინეთი
6. პორტო, პორტუგალია
7. თბილისი, საქართველო
8. მილანი, იტალია
9. კრაკოვი, პოლონეთი
10. ოსლო, ნორვეგია
11. ტულუზა, საფრანგეთი
12. ვენა, ავსტრია
13. ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
14. ტირანა, ალბანეთი.
avianews