თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ – ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა

თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ – ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დამსახურებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული და განვითარებულია, ვიდრე 8 წლის წინ იყო, რაც პირველ რიგში, სწორედ მერის – კახა კალაძის დამსახურებაა.
დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვისთვის, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მთავრობის წევრებსა და მერიის თანამშრომლებს.
„თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე,“ – აღნიშნა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
Previous: მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში