,, თბილისი გამოსტაცოთ კი არა, კოვზი არ გამოგეცალოთ ამასობაში ღრანჭიდან!.. ნაცარქექია თვალთმაქცები!..” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე:
,,ოპოზიცია, რომელიც არ მიჰყვება ერთიან გეგმას, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამო ჭამს და ლანძღავს მეორეს, არის ხელისუფლებასთან მოვასვასე იდიოტების ხროვა…
ეტყობა, ვერ მიიღეს ამათ სწორი გაკვეთილები და არც პატრონ-მყვარებლები ჰყავთ, სარკესთან რომ მიათრიოს ვინმემ და დაანახოს, რას ჰგვანან!
არავინ არა ხართ თქვენ!
ნიჩბები, რომლებმაც ეს ნაგავი უნდა გაიტანონ ქვეყნიდან!
მეტი არავინ და არაფერი!
თქვენი პარტიული ამბიციები სად უნდა გაიკვეხოთ, მე არ ვიტყვი!
როცა მოგიწევთ, მიხვდებით!
გამომივიდნენ აქ ფარშევანგები და, თურმე, იმიტომ დაიბადნენ, რომ იფრინონ!
ამასობაში ეგიდუნაშვილების ქვეყნად ვიქეცით!
თბილისი გამოსტაცოთ კი არა, კოვზი არ გამოგეცალოთ ამასობაში ღრანჭიდან!
აქეთ 13 წლის წინანდელი “ღირსება” სტკივათ…
ნაცარქექია თვალთმაქცები!
ცოცხების დადგმული სპექტაკლიდან დგებუაძის ფუამდე როგორ მოვსრიალდით, აანალიზებთ?
მოეშვით ხელების პარჭყვას და ნამეცადინები ბარიტონებით ბჟუტურს, თორემ, ჩასვრილი პარტაქტივი და ფეისბურგული ლაილაი კი არა, ქრისტეღმერთი ვეღარ გიშველით!
ყველა რომ კანტორის დირექტორად წამოიჭიმა აქ!“