თბილისი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, სადაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო

თბილისი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, სადაც “ქართულმა ოცნებამ” წააგო – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, მმართველი პარტია ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და წალენჯიხაშიც მარცხდება.

ს მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” პროცენტულობა დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • რუსთავი – 40.99%
  • – 49.726%
  • ქუთაისი – 47.328%
  • წალენჯიხა – 48.052%

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” თბილისში დიდი უპირატესობით წააგო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

ასევე დაგაინტერესებთ