თბილისი ამერიკული მხარისგან განმარტებას ითხოვს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური -ის სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ამერიკული მხარისგან განმარტებას ითხოვს.
საუბარია, 27 თებერვალს, აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე ს მიერ, ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების – რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებებზე.
ამერიკული სენატორების განცხადებით, მიუხედავად ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისა, რუსეთში სამხედრო ტექნიკის ბევრი უცხოური კომპონენტი დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის.
რესპუბლიკელი სენატორის რონ ჯონსონის განცხადებით, რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70%-ზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმების მიერ იყო დამზადებული.
„გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეკომიტეტს არ მიუღია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სამხედრო კომპონენტების ამერიკელი მწარმოებლები არღვევენ აშშ-ს ექსპორტის კონტროლს.
სამაგიეროდ, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ არასანქცირებული ქვეყნები – სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი, ლეგალურად ახორციელებენ სამხედრო კომპონენტების იმპორტს აშშ-დან და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ხდება ნახევარგამტარების ექსპორტი რუსეთში.
რუსეთის შესაძლებლობა, თავი აარიდოს ამ და სხვა საექსპორტო კონტროლს, ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების არაეფექტურობას“, – განაცხადა რონ ჯონსონმა.
სენატორ რიჩარდ ბლუმენთალის განცხადებით, მას უკრაინის პრეზიდენტმა მ დოკუმენტები გადასცა, სადაც არის მტკიცებულებები იმის, თუ როგორ მიეწოდება რუსეთს ოთხი ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments.) მიერ წარმოებული პროდუქცია. მისი თქმით, ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთში დასავლური კომპონენტების იმპორტი მოსაზღვრე ქვეყნებიდან ხდება.
როგორც სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა განაცხადა, ბოლო ორ წელში მის მიერ დასახელებულმა ამერიკულმა კომპანიებმა გაზარდეს მათი პროდუქციის მიწოდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, როგორ ხდება ამერიკული კომპონენტები რუსეთში მიუხედავად ექსპორტის კონტროლისა და რისი გაკეთება შეიძლება ამის შესაჩერებლად.
„ამ ოთხი კომპანიის ექსპორტი ყაზახეთში, ასტრონომიულად, 1000-ჯერ გაიზარდა 2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, ეს ემთხვევა ამავე პერიოდის საქართველოს მაჩვენებლებს, ასევე, 34-ჯერ გაიზარდა სომხეთში, 28-ჯერ თურქეთში და ერთ-ნახევარჯერ ფინეთში,“ – განაცხადა რიჩარდ ბლუმენთალმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. მათივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა.
„კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.