თბილისის 5 რაიონი სადაც ყველაზე მეტი ბრენდული მაღაზიაა

ბრენდული მაღაზიების რაოდენობა 1,000 მოსახლეზე დაბალია გარეუბნებში და მაღალია ცენტრალურ რაიონებში. ამის შესახებ საუბარია „ს“ კვლევაში, რომელიც საქართველოში FMCG სექტორს მიმოიხილავს.
რაიონების მიხედვით, 1000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ბრენდული მაღაზია საბურთალოზეა, ხუთეულში ასევე არის ვაკე, მთაწმინდა, დიდი დიღომი და დიდუბე.
როგორც კვლევაშია ნათქვამი ბრენდული ქსელების სამომავლო განვითარებისთვის ყველაზე საინტერესო რაიონებია საბურთალო, გლდანი და სამგორი, რაც განპირობებულია მოსახლეობის რაოდენობით, მოსახლეობის ზრდით და არაბრენდული მაღაზიების ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით.