1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.
კინოფესტივალი 1 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება. გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება ფილმი “დუზე“ (DUSE).
წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს. ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში:
· ევროპული ფორუმი
· დამზადებულია გერმანიაში
· ფრანგული კოლექცია
· ახალი იტალიური კინო
· რეჟისორი ფოკუსში
· ქართული პანორამა
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის “რეჟისორი ფოკუსში” შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლა ვადიმოვია. მას თბილისის კინოფესტივალის “საპატიო პრომეთე” გადაეცემა .
რაც შეეხება ქართულ პანორამას, ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს:
· სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
· სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
· მოკლემეტრაჟიანი მხატვრული
· მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესაფასებლად ფესტივალზე იმუშავებს ორი ჟიური.
მხატვრული ფილმების ჟიური:
არჩილ ქიქოძე ( მწერალი, სცენარისტი)
მარიამ თვალავაძე (კინომცოდნე)
გიგა ლიკლიკაძე ( რეჟისორი)
ვიკა კალანდია ( მსახიობი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
მარიტა ლიპარტელიანი ( კინომცოდნე)
ლიკა გლურჯიძე (კინომცოდნე)
გიორგი ფარქოსაძე (რეჟისორი)
კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი “ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში” როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა სექციების მიხედვით:
ევროპული ფორუმი
· Afternoons of Solitude მარტოობა ნაშუადღევს – Albert Serra, Spain/France/Portugal 2024, 125′
· Defiant ურჩი – Visa Koiso-Kanttila, Finland 2025, 93′
· Don't Let The Sun ნუ მისცემ მზეს ნებას – Jacqueline Zünd, Switzerland/Italy 2025, 100′
· Dreams ოცნებები – Dag Johan Haugerud, Norway 2024, 110
· Eagles of the Republic რესპუბლიკის არწივები – Tarik Saleh, Sweden/France/Denmark 2025, 125′
· Franz ფრანცი – Agnieszka Holland, CzechRepublic/Poland/France/Germany/Turkey 2025, 127′
· It Was Just an Accident უბედური შემთხვევა – Jafar Panahi, Iran/France/Luxembourg, 2025, 101′
· Live a Little გაერთე – Fanny Ovesen, Sweden/Norway/Denmark 2025, 98′
· Loveable სიყვარულის ღირსი – Lilja Ingolfsdottir, Norway 2025, 101′
· Moments of Resistance წინააღმდეგობის მომენტები – Jo Schmeisser, Austria 2020, 98′
· Mother of Snow Cranes თეთრი წეროების დედა – Iiris Härmä, Finland 2024, 78′
· Sentimental Value სენტიმენტალური ღირებულება – Joachim Trier, Norway/France/Germany/Denmark 2025, 120′
· Sirât სირათი – Óliver Laxe, Spain/France 2025, 115′
· The Kiss of the Grasshopper კალიის ამბორი – Elmar Imanov, Germany/Luxemburg/Italy 2025, 128′
· The Mysterious Gaze of the Flamingo ფლამინგოს იდუმალი მზერა – Diego Céspedes, Chile/France/Germany/Spain/Belgium 2025, 104′
· The Secret Agent საიდუმლო აგენტი – Clever Mendonça Filho, Brazil/France/Germany/Netherlands 2025, 160′
· Yes დიახ – Nadav Lapid, France/Israel/Cyprus/Germany 2025, 150′




